დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

"ინჰუას აკადემიის" ისტორია

divider

ვინ ვართ ჩვენ?

2016 წლის 20 მაისიდან შპს "ინჰუას აკადემია" არის საგანმანათლებლო კომპანია, რომლის ძირითადი მიმართულებებია:

ენების, კულტურების შესწავლა და სტიპენდიები -  ჩვენთან შეისწავლით ნებისმიერ უცხო ენას საუკეთესო ხარისხით და საერთაშორისო პროგრამებით, დარგის სპეციალისტებთან ერთად, მათ შორის: ჩინურს, არაბულს, იაპონურს - ყველაზე მაღალანაზღაურებად და რთულ ენებს, სტიპენდიების მოპოვების და დასაქმების პერსპექტივით.

ინჰუა + ნებისმიერი საგანმანათლებლო, პრაქტიკული და საჭირო პროგრამის, მომავლის პროფესიების შესწავლა.

ინჰუას მაღაზია - სადაც გვაქვს უამრავი საგანმანათლებლო რესურსი, სხვადასხვა ენის და კულტურებისთვის დამახასიათებელი ნივთი.

წლების განმავლობში, ინჰუს აკადემიის მენეჯმენტი, ლოგო, ვებსაიტი, ბრენდის სახელი, სტატუსი გარდაიქმნა და პანდემიის პერიოდში და 2023 წლისთვის, საბოლოოდ, დამკვიდრდა შპს "ინჰუას აკადემიის" სახელით.

 

რას ვსაქმიანობთ?

გავცემთ თავდაჯერებულ და ღირებულ ცოდნას, კარირულ რჩევებს და საერთაშორისო სტიპენდიებს  ყველა პროფესიის ადამიანისთვის ასაკის შეუზღუდავად.

როგორ ვმუშაობთ?

ინჰუას ქართველი და უცხოელი ლექტორები ყოველდღიურ ონლაინ (ინჰუას ლექციების 90% არის ონლაინ სივრცეში) და ფიზიკურ სივრცეში (ინჰუას ლექციების 10% არის ფიზიკურ სივრცეში), საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კითხულობენ ენების და სხვა საგანმანათლებლო კურსების ლექციებს.

ინჰუას დამფუძნებლები 

ნინო გელანტია და ლიკა წიკლაური 

ნინოს შესახებ 

განათლება

🔸 ნანქაის უნივერსიტეტის სტიპენდიანტი ჩინური ენის მიმართულებით (Nankai University • 南开大学 მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 254-ე და ჩინეთის 3000-მდე ადგილობრივი უნივერსიტეტიდან მე-20 ადგილზეა).

🔸 თიენძინის პედაგოგიური უნივერსიტეტის • 天津师范大学 კურსდამთავრებული, ჩინური ენის მიმართულებით (ჩინეთის მთავრობის სტიპენდია).

🔸 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ბაკალავრი&მაგისტრი. 

🔸 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის ბაკალავრი (ინგლისური ფილოლოგია&ლიტერატურა).

სამუშაო გამოცდილება

🔸GYRSA-ს დამფუძნებელი და დირექტორი, 2012 წლიდან დღემდე.

🔸GYRSA-ს საავტორო კურსების ინსტრუქტორი, 2012 წლიდან დღემდე.

🔸ილიაუნის ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანების დამფუძნებელი.

🔸კანადური საერთაშორისო კომპანიის ინგლისურ-ჩინურენოვანი სამეცნიერო ინსტრუქტორი STEM მიმართულებით და მარკეტინგის მენეჯერი, 2018 წლიდან დღემდე (პეკინი, ჩინეთი).

🔸ინჰუას აკადემიის თანადამფუძნებელი • პარტნიორი, ჩინური ენის ლექტორი, 2016 წლიდან დღემდე.

🔸RK Institute of Foreign Languages, ჩინურ-ინგლისურენოვანი მიწვეული ლექტორი, 2021 წლიდან დღემდე (ინდოეთი).

მიღწევები

🔸ნინომ გაიარა საერთაშორისო ტრენინგები:  პედაგოგიკაში, STEM მეცნიერებაში (პეკინი, ჩინეთი), Innovation Strategies and Digital Transformation for Women Entrepreneurs (UN women, Israel in Georgia) და სხვა.

🔸ნინო იყო სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის გამარჯვებული სამაგისტრო ნაშრომისთვის - "შრომის ეთიკა და რელიგია: ჩინეთ-საქართველოს შედარებითი ანალიზი."

🔸მიუღია პრიზები:  საბაკალავრო ნაშრომისთვის, „დასავლური მენეჯმენტი და ქართველი მუშახელის შრომის ეთიკა“ (გამოცემულია კრებულად);  Dvv International-სგან 2016 წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის; პრიზი გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისისგან ადამიანის უფლებების ესსეების კონკურსში გამარჯვებისთვის.

🔸მონაწილეობდა სოციოლოგთა კონფერენციებში, სამეცნიერო და ფილოსოფიის სკოლებში; უნივერსიტეტებში სწავლის დროს ჰქონდა სახელმწიფო სტიპენდიები და უმაღლესი აკადემიური მოსწრება GPA = 4.00.

🔸ჩაბარებული აქვს ინგლისური და ჩინური ენის არაერთი საერთაშორისო გამოცდა.

სხვა მიღწევები & ჰობი

🔸ნინოს უმუშავია ჩინეთის საერთაშორისო კომპანიებში მაღალი რანგის პოზიციებზე: დირექტორის ასისტენტად • მოვალეობის შემსრულებლად, მენეჯერად, მარკეტინგის მენეჯერად, პროფესორის სამეცნიერო ასისტენტად; მონაწილეობა მიუღია მრავალ კვლევით, საგანმანათლებლო, ტურისტულ და ბიზნეს პროექტში.

🔸ნინო 11 წელია ჩართულია პედაგოგიურ საქმიანობაში, წაუკითხავს საჯარო ლექციები მცირე და დიდ აუდიტორიასთან. 2,5 წლიდან 70 წლამდე სტუდენტთან • მოსწავლესთან, მათ შორის, ინკლუზიური განათლების კუთხით.

🔸ნინო წლებია ეხმარება ქართველ და უცხოელ სტუდენტებს კარიერის დაგეგმვაში ან განვითარებაში და საერთაშორისო • საგანმანათლებლო სტიპენდიების მოპოვებაში.

🔸ეტაპობრივად ატარებდა სხვადასხვა ტრენინგს: სოციოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით, აგრეთვე, კვლევითი პროექტის დაგეგმვის, სტატისტიკური პროგრამების გამოყენების, ჩინური ენის ლოგიკის აღქმის, ქართული ენის გრამატიკის და სხვა საკითხების ირგვლივ; კითხულობდა და კითხულობს ლექციებს საქართველოში და საზღვარგარეთ.

🔸ნინოს ჰობი და freelancer სამუშაო არის - წერა. პერიოდულად 🎨 ხატავს, საყვარელი მიმდინარეობა არის სიმბოლიზმი, სიურრეალიზმი. 

🔸არის ნოველების, ესეების, სტატიების, ბლოგების უამრავი კონკურსის გამარჯვებული. ნინოს ნოველები დაბეჭდილია საკონკურსო ლიტერატურულ გამოცემებში.

ბიოგრაფიის წყაროს ბმული

ლიკას შესახებ

განათლება

🔸 პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტის სტიპენდიანტი, მაგისტრანტი 2018 წლიდან ჩინური ენის ფილოლოგიის მიმართულებით (Beijing language and Culture University 北京语言大学) ჩინეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება ჩინური ენის შესწავლის კუთხით).

🔸郑州轻工业大学Zhengzhou University of Light Industry-ს პედაგოგების საერთაშორისო სტიპენდიის მფლობელი, ჩინური ენის განხრით.

🔸 თიენძინის პედაგოგიური უნივერსიტეტის天津师范大学 კურსდამთავრებული, ჩინური ენის მიმართულებით (ჩინეთის მთავრობის სტიპენდია).

🔸 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრი.

 

სამუშაო გამოცდილება

🔸 ინჰუას აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, 2016 წლიდან დღემდე.

🔸 ინჰუას აკადემიის ჩინური ენის ლექტორი, 2016 წლიდან დღემდე.

🔸 ლექტორის თანაშემწე პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტში, ჩინელი სტუდენტების საბუთების მოწესრიგების და ნაშრომების რედაქტირების პროცესში, 2019-2021 წლები (პეკინი, ჩინეთი).

🔸 ჩინურენოვანი თარჯიმანი, დირექტორის თანაშემწე, საქართველოში არსებულ ჩინურ კომპანიაში, 2020 წლიდან დღემდე.

მიღწევები

🔸 ლიკამ 2016 და 2020 წლებში გაიარა პრაქტიკა ჩინური ენის პედაგოგიკის მიმართულებით, ქალაქ თიენძინში (ჩინეთი).

🔸 ლიკა მუშაობდა/მუშაობს ჩინეთში და საქართველოში არსებული ჩინური კომპანიების სხვადასხვა ფილიალში: თარჯიმნად, ტურ-გიდად, გენერალური დირექტორის ასისტენტად და სხვა პოზიციებზე;

🔸 ლიკას მონაწილეობა მიუღია სხვადასხვა საუნივერსიტეტო კონკურსში და კონფერენციაში, ჩინეთში სწავლის დროს.

🔸 ლიკას აქვს ჩინური ენის სწავლების 7 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან. შეასწავლის დედაქალაქის დიალექტს ოფიციალური სასწავლო გამოწემებით და პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტის ლიტერატურით.

სხვა მიღწევები&ჰობი

🔸 ლიკას ჰობია ჩინური ენის და იეროგლიფების შესწავლა. ლიკას შეუძლია 5000-ზე მეტი ჩინური იეროგლიფის დაწერა. ჩაბარებული აქვს ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდები.

 

 

კონტაქტი "ინჰუას აკადემიის" ისტორია